ჩვენ გთავაზობთ საპროექტო ორგანიზაციების კომპლექსურ ავტომატიზირებას.
კონსალტიგის გამოყენება ამცირებს დაპროექტების, ახალი ტექნოლოგიებისა და მოწყობილობების დანერგვის და გამართვის ვადებს, და ხელს უწყობს შექმნილი პროდუქციის კონკურენტუნარიანობისა და ხარისხის ამაღლებას.

კონსულტაციები შემდეგ თემებზე:

  • სასურველი დანერგვის ანალიზი;
  • არსებული პროგრამულ-აპარატუტული მდგომარეობის ანალიზი და დამკვეთის კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტის უფრო ეფექტური მეთოდების შერჩევა;
  • ინდივიდუალური პროგრამით სწავლება, რომელიც ორიენტირებულია კონკრეტულ მოთხოვნაზე;
  • კონსულტაციები პროგრამული უზრუნველყოფის შერჩევაში;
  • კონსულტაციები აპარატურული უზრუნველყოფის შერჩევაში.

დანერგვის სტრატეგია
კომპანიის მოღვაწეობის პერიოდში ჩვენს მიერ დამუშავებული და ადაპტირებულია სხვადასხვა ორგანიზაციულ-ტექნიკურ პირობებში პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის სტრატეგია და კლიენტებტან მუშაობის ეფექტური მეთოდები.
მათ შორის აღსანიშნავია მოკლევადიანი და გრძელვადიანი დანერგვის სტრატეგია, რომელიც განისაზღვრება კლიენტთან მუშაობის წინა ეტაპებით და დამოკიდებულია რიგ ობიექტურ ფაქტორზე.

მაგალითად, გრძელვადიანი დანერგვის სტრატეგია, როგორც წესი, დაკავშირებულია:
წინა საპროექტო გამოკვლევასთან,
ტექნიკური დავალების ჩამოყალიბებისათვის საჭირო ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზთან (დაახლოებით 2 თვე),
საპილოტე პროექტის შესრულებასთან შერჩეული და დასანერგად განსაზღვრული პროგრამული კომპლექსების გამოყენებით,
შედეგების მიხედვით ანგარიშების მომზადებასთან (დაახლოებით 3თვე),
დანერგვასა და სპეციალისტების მომზადებასთან საბაზო ტექნოლოგიებისა და პროგრამული პროდუქტების ეფექტურად გამოყენებაში,
პროგრამული უზრუნველყოფის შემდგომ ეტაპობრივ დანერგვასა და ვერტიკალურ გადაწყვეტილებებთან.